საფრანგეთის მთავრობა თავშესაფრის მთხოვნელთა შემცირებას გეგმავს

საფრანგეთის პარლამენტში თვის ბოლოს იმიგრაციის კანონპროექტთან დაკავშირებით დებატები იგეგმება, რომლის მიზანია ქვეყნისთვის თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის შემცირება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დღეს ფრანგულმა მედიამ ახალი კანონპროექტის დეტალები გაასაჯაროვა, რომლის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი პარტიის წევრ დეპუტატებთან ერთად იმსჯელა.

კონკრეტულად, საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც გამოყოფილია თავშესაფრის მაძიებელთა დასახმარებლად. ამ დროისთვის, წელიწადში ნახევარი მილიარდი ევროა გამოყოფილი დევნილების დასახმარებლად, რომლებსაც მუშაობის უფლება არ აქვთ, ხოლო მილიარდ ევრომდე - სამედიცინო დახმარებისთვის.

გარდა ამისა, ხელისუფლება აპირებს კონტროლის გაძლიერებას იმ დევნილებზე, რომლებიც საფრანგეთში ე.წ. უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩავიდნენ. ესენი, უპირველეს ყოვლისა, ქართველები და ალბანელები არიან. მედიის ინფორმაციით, წელს, საქართველოდან და ალბანეთიდან ჩასულებმა მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს თავშესაფრის თხოვნის რაოდენობით. პირველ ადგილზე კი ავღანელები არიან.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ უსაფრთხო ქვეყნებში მცხოვრებლები საფრანგეთში იმიტომ ჩადიან, რომ უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ. ამასთან, პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარის შემთხვევაში, მთხოვნელები ინარჩუნებენ უფასო სამედიცინო მომსახურების უფლებას ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ, საფრანგეთის ხელისუფლება დევნილებისთვის დახმარების სისტემის რეფორმირებას გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა