არსებული ინფორმაციით,  პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია

არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. საუბარიაზურაბ ნადირაძეზე, რომელიც 1994 წელს თბილისში მომხდარი ჩხუბისას გიორგი ქოიავას მკვლელობაშია ბრალდებული. ის თავს ჩეხეთს აფარებდა. 2017 წელს ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრომ მისი საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. ის ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამასთან, ნადირაძის შვილმა „მთავარ არხს“ დაუდასტურა ინფორმაცია შეწყალების შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ წევრებმა. ამასთან, სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

ამასთან, 18 სექტემბერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნი ბრიფინგს გამართავს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს