მურატ ჯიოევი ევროკავშირის დამკვირვებლებს "სამხრეთ ოსეთში" "უკანონო ვიზიტების" გამო აკრიტიკებს

დე-ფაქტო ცხინვალი ევროკავშირის დამკვირვებლებს წნელისში, “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, განხორციელებული "უკანონო ვიზიტის" გამო აკრიტიკებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ მუშაობის მანდატი არ გააჩნიათ და მათ მიერ განხორციელებული ყოველი ვიზიტი „უკანონოა.“

„ევროკავშირის დამკვირვებლები წნელისის დასახლების მარჯვენა სანაპიროს უკანონოდ სტუმრობენ. მათი მანდატი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ მოქმედებს. ასე რომ, ყოველი მათი ვიზიტი უკანონოა. მათ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის მანდატი აქვთ და არა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის დამკვირვებლების მსგავსი მოქმედებები "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ უპატივცემულობის ნიშანია".

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა