ზვიად კვაჭანტირაძე - შეწყალებაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტია, თუმცა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც შეწყალების კომისია არაფორმალურად ჩაანაცვლა, ამას პასუხი უნდა გაეცეს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შეწყალების აქტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თავად პრეზიდენტია, თუმცა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც არაფორმალურად ჩაანაცვლეს შეწყალების კომისია, ეს არანაკლებ საინტერესოა და პასუხი უნდა გაეცეს.

როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს შეწყალების თაობაზე კითხვები სამართლიანად უჩნდება.

„შეწყალება არის ჰუმანური აქტი, თუმცა, ყველაფერს გააჩნია თავისი დადგენილი პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება ამ შემთხვევაში როგორც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება იყო, ჩემი აზრით, აქ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს სამართლიანად უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ იყო ეს საკითხი მომზადებული პრეზედენტისთვის. ანუ იყო თუ არა აქ რაიმე შესაძლო ინტერესების კონფლიქტი ვინმეს მხრიდან, რის საფუძველზე მომზადდა და რა უდევს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებებს? სანამ ამ შეკითხვებს პასუხი არ გაეცემა, ვფიქრობ, ეს პრობლემა შიშველი დარჩება. მაშინ, როდესაც პრაქტიკულად გაშვებულია შეწყალების კომისია, არ არსებობს სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც მოამზადებდა პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილებებს განსახილველად, ვინ არის ადამიანების ის წრე, რომლებმაც არაფორმალურად ჩაანაცვლეს შეწყალების კომისია - ეს შეკითხვები ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე საზოგადოებას პასუხები სჭირდება. პრეზიდენტის პასუხისმგებლობა ცალსახაა, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები თავად პრეზიდენტია, მაგრამ თვითონ ეს პროცესი არის არანაკლებ საინტერესო",- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა