ზურაბიშვილი შეწყალებაზე - ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება - ესაა შეფასება ადამიანის, რომელიც ამავე დროს პრეზიდენტია, რაც არ გამორიცხავს არც შეცდომას

შეწყალება ეს არის გარემოებების შეფასება, ეს არის შეფასება მოცემულობის და შეფასება ადამიანის, რომელიც ამავე დროს არის პრეზიდენტი, რაც არ გამორიცხავს შეცდომას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების მოტივის ახსნისას განაცხადა.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას გამოსვლა იყო დაანონსებული, თუმცა მედიასთან განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

„მე არ მელოდებოდით, მაგრამ მე აქ ვარ. ჩავთვალე, რომ საჭირო არის თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის წუხილი, როცა საზოგადოება შფოთავს, რომელიმე ჩემ გადაწყვეტილებაზე ეს ჩემთვისაც წუხილის მიზეზია, ამიტომაც გამოვედი პირველი განცხადებით ცოტა ხნის წინ და ახლა პირდაპირ თქვენთან და საზოგადოებასთან. მე მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის, ის რაც ზოგს ჰგონია. ეს არ არის ვინმეს გამართლება, ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია სასამართლოსი, ეს არ არის რაღაც მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება. ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება - მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, ეს არის შეფასება მოცემულობის და შეფასება ადამიანის, რომელიც ამავე დროს არის პრეზიდენტი, რაც არ გამორიცხავს არც შეცდომას და არ გამორიცხავს რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება ამ გარემოებების“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა