ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდნენ

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარტიის პოლიტიკური მდივანი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ტიტუს კორლატეანს და კლოდ კერნს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები იყო მართლმსაჯულების რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი.

„ეს შეხვედრა შედგა თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ინიციატივით ჩვენი ახალი პარტიის „სამართლიანობისთვის“ ფორმატში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაზე დიდი დრო შეხვედრაზე დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმას და უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების არჩევის პრობლემატურ საკითხს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აკვირდება ამ პროცესებს და მონიტორები სწორედ იმიტომ არიან ჩამოსულები საქართველოში, რომ მოამზადონ ახალი ანგარიში. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს დემოკრატიულ კურსს და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ აღებული ვალდებულებების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ის, რომ დღეს ჩვენ ამ დემოკრატიის კუთხით ნაბიჯები უკან გადავდგით წარსულში, გამოიხატა სწორედ მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით დაშვებულ ძალიან სახიფათო კომპრომისებში, რაც უთუოდ იქნება ევროპის საბჭოს მხრიდან რეაგირების და კრიტიკული შეფასების საგანი. ჩვენ ამ თემებზე საკამოდ ბევრი ვისაუბრეთ. ისინი დააკვირდებიან ამ პროცესებს და შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში,“ - აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე წინასაარჩევნო გარემოს.

„დღეს განვიხილეთ მთელი რიგი მიმდინარე საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე. ვისაუბრეთ ქვეყანაში ნაადრევად დამდგარ წინასაარჩევნო გარემოზე და იმ ვალდებულებებზეც, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს წლების წინ ევროპის საბჭოს წინაშე. ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავაცანით ჩვენი ხედვები ამ თემებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა