ბათუმი კონფერენციას - „სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ უმასპინძლებს

20-21 სექტემბერს, აჭარა სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის ქართველი და უცხოელი დელეგატების მთავარი სასაუბრო თემა იქნება „სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი".

„კონფერენციის სტუმრებს ევროპულ გამოცდილებას, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი კიმმო აალტო გაუზიარებს. ღონისძიებაზე პრეზენტაციებს გერმანელი, ბელგიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები შემდეგ თემებზე წარადგენენ: სოფლის ტურიზმის პოტენციალი, პერსპექტივები და განვითარების ტენდენციები საერთაშორისო ბაზრის მაგალითზე; სოფლის ტურიზმი - ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაციის ეფექტური საშუალება; გასტრონომია - სოფლის ტურიზმის ძირითადი კომპონენტი; კერძო სექტორისა და სოციალური მედიის როლი სოფლის ტურიზმის პოტენციალის განვითარებაში; გრანტების როლი სოფლის ტურიზმის განვითარებაში; სტუმართმასპინძლობა, როგორც ტურისტული პროდუქტი სოფლად; კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა