კასპში გზის მოასფალტების პირველი ფენის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში ბორჯომის ქუჩიდან ე.წ. „ნატბეურა“- ს გავლით, პაატას ქუჩის გადაკვეთამდე გზის მოასფალტების პირველი ფენის სამუშაოები მიმდინარეობს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის მონაკვეთის სიგრძე 1 863 გრძივი მეტრია.
მათივე ცნობით, სამუშაოებს შპს „გზები და კეთილმოწყობა“ ახორციელებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასზე1 652 390 ლარი იხარჯება.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქლაქის ორ დიდ დასახლებას ე.წ. ქეჩაროხსა და ვარჯაანს კეთილმოწყობილი გზა დააკავშირებს“, - აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

























