გიორგი გახარია „ლელოს“ წევრების თვალთვალის შესახებ ხაზარაძის განცხადებაზე - ასევე განაცხადა წერილზე, ოქმზე და კიდევ ბევრი რამ განაცხადა - დაველოდებით კიდევ რას განაცხადებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ის დაელოდება მამუკა ხაზარაძის სხვა განცხადებებს და მათზე კომენატრს ამის შემდეგ გააკეთებს.

ამის შესახებ პრემიერმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.

კერძოდ, პრემიერს კითხვა მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე დაუსვეს, რომელიც სხვადასხვა საშუალებებით მოძრაობის წევრების თვალთვალს ეხებოდა.

„ასევე განაცხადა წერილზე, ასევე განაცხადა ოქმზე და კიდევ ბევრი რამე განაცხადა. დაველოდებით ბოლომდე კიდევ რას განაცხადებს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საზოგადოევრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, „მათ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მანქანა დაყვება და ძალიან ბევრი კამერა დამონტაჟდა ყველა იმ ოფისში, სადაც მოძრაობის წევრები იკრიბებიან“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა