სიღნაღის მუნიციპალიტეტს პოლონეთიდან დელეგაცია ეწვია

სიღნაღის მუნიციპალიტეტს პოლონეთიდან დელეგაცია ეწვია

სიღნაღის მუნიციპალიტეტს პოლონეთის ქალაქ კონინიდან დელეგაცია ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ვიზიტის მთავარი მიზანი ქალაქებს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის დამყარება და გამოცდილების გაზიარებაა.

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა უმასპინძლა. საუბარი ძირითადად სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

„როგორც აღმოჩნდა, მათ საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ მელიორაციის კუთხით, რაც შეიძლება მუნიციპალიტეტისთვის სასიკეთოდ იქნას გამოყენებული.

პოლონელების ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს საინვესტიციო გარემოს შესწავლაც წარმოადგენს, რაც სამომავლოდ შესაძლოა თანამშრომლობის საფუძველი გახდეს.

დელეგაცია ქალაქში 22 სექტემბრის ჩათვლით დარჩება“, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.