თავდაცვის მინისტრი GDRP-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ამერიკელ ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების ცენტრში GDRP-ით მომზადებას IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა გენერალმა CTC-ის ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა-წვრთნის (GDRP-T) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ, მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 საარმიო კორპუსის განათლების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ქრისტოფერ ნორმა საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამომავლო განვითარების გეგმები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს