ოკუპირებული აფხაზეთის „სასამართლო“ ალხას კვიწინიას სარჩელს ხვალ განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის „უმაღლესმა სასამართლომ“ ე.წ.პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატის ალხას კვიწინიას ადვოკატის მოთხოვნა „სასამართლოს“ მთელი შემადგენლობის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.

„უმაღლესი სასამართლოს“ თავმჯდომარის მოადგილის ომარ ბერულავას განცხადებით, კვიწინიას ადვოკატის გარეგინ მიტნიას მოთხოვნა სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგან უსაფუძვლოა.

კვიწინიას ადვოკატი მოთხოვნას „სასამართლოს“ შემადგენლობის ფორმირების დროს მომხდარი დარღვევებით ასაბუთებდა, „უმაღლეს სასამართლოს“ კი მიაჩნია, რომ არანირი დარღვევა არ ყოფილა.

ალხას კვიწინიას სარჩელს „სასამართლო“ 19 სექტემბერს, 11.00 საათზე დანიშნულ სხდომაზე განიხილავს.

ამ ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო