გიგა ბოკერია შეწყალებაზე - ასეთი პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა გვყოლოდა,  ეს არის პასუხისმგებლობა ივანიშვილის და ყველა იმ ვაჟბატონის, ვინც ახლა შეწუხებულს თამაშობს

ეს არ არის შეცდომა, ეს არის არჩევანი. ჩვენ ვიმკით ივანიშვილის და "ქართული ოცნების" უტიფარი ძალადობის შედეგებს ამომრჩეველზე,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.

„ასეთი პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა გვყოლოდა, ეს არის ივანიშვილის და ყველა იმ ვაჟბატონის, ვინც ახლა შეწუხებულს თამაშობს, პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიმკით შედეგებს ივანიშვილის და "ქართული ოცნების" უტიფარი ძალადობის ქართველ ამომრჩეველზე, ამიტომ ვისურვებდი ის გადადგეს. რაც შეეხება იმპიჩმენტს, მას სჭირდება დანაშაულის ნიშნები, მხოლოდ პოლიტიკური უსინდისობა საკმარისი არ არის. პროკურატურის ვალია გამოიძიოს, არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. თუ პროკურატურა ამას არ გააკეთებს კონკრეტულ ვადაში, დავაყანებთ საკითხს კომისიის შექმნაზე",- განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა