ფოთის საკრებულო100-მდე დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მეპატრონეების  მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მოწესრიგებასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, წლების განმავლობაში მიტოვებული შენობების მეპატრონეების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გატარებას გეგმავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის საკრებულოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქალაქში კერძო საკუთრებაში არსებული უსახური ნაგებობებისა და მიტოვებული ტერიტორიების რიცხვი ასამდე აღწევს. მათი უმეტესობა ქალაქის ცენტრშია განლაგებული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

“იურიდიული და კერძო პირების მისამართით გაგზავნილ წერილებზე რეაგირება მხოლოდ 9 წერილზე მოხდა. რეაგირების გარეშე დარჩენილი წერილები ხელმეორედ იქნება გაგზავნილი. იმ შემთხვევაში, თუ ისევ პასუხს ვერ მივიღებთ, მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს ადმინისტრაციული ზომების მისაღებად“, - აღნიშნა დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარემ თორნიკე შონიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა