თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი. მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხო გარემოს და აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. საუბარი შეეხო საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში აფრიკის კონტინენტზე.

მინისტრმა დიპლომატს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოში ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა