ანონსი  19 სექტემბერი

19 სექტემბერს, 10:00 საათზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკ-ის) ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენას გამართავს.

მის: საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

19 სექტემბერს, 10:00 საათზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თავისუფლების მოედანი).

19 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, ადვოკატი ალექსანდრე ახალკაცი სხვა უფლებადამცველებთან ერთად, ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენცისთან გამართავს აქციას მოთხოვნით-უარი თქვას პრეზიდენტმა შეწყალების მორატორიუმზე.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტს წერილსაც გადასცემენ და საჯარო მიმართვას გაავრცელებენ.

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ , თამბაქოს კონტროლის ალიანსის ორგანიზებით, გაიმართება კვლევის პრეზენტაცია: „გადასახადების გავლენა სიგარეტის უკანონო ვაჭრობაზე საქართველოში“.

19 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოზიცია „იმედზე“ გასულ გიორგი კალანდიას ფილმთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მხედრიონმა 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგი დახვრიტა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტში, ბიუროს ოთახთან, ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: 20 სექტემბერს რამზან ახიადოვის რუსეთში დაგეგმილი ექსტრადაცია.

19 სექტემბერს, 11:30 საათზე, „რუხის სავაჭრო ცენტრში“ „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“, პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ზუგდიდი, სოფელი რუხი, „რუხის სავაჭრო ცენტრი“

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, ყოფილი პატიმარი, ჩუღურეთში „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გოგოხია განცხადებას გააკეთებს. თემა: ყოფილი პატიმრის განცხადებით, მისი საქმის გამოძიებას ხელისუფლებაში მიზანმიმართულად უშლიან ხელს. გოგოხია სახელმწიფოსგან რეაბილიტაციას მოითხოვს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 სექტემბერს, 11:30 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა" პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქცია-პერფომანსით გააპროტესტებს.

მის: ათონელის ქ. N25

საკონტაქტო: ეკა მელიქიძე -599854722

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო: ჯაბა სიხარულიძე +995577288787

მის: ათონელის ქუჩაზე (ორბელიანის მოედანი)

19 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-13 ბიურო გაიხსნება.

მის: ოზურგეთი, ი.ჭავჭავაძის ქ.N12

19 სექტემბერს, 13:20 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ინიციატივით, ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

19 სექტემბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გულუას ქ. 10

19 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება პროცესი მესაზღვრე მანუჩარ მუმლაძე - სასაზღვრო პოლიციის წინააღმდეგ.

საკონტაქტო პირი: 591 97 28 52 გიორგი მუმლაძე

19 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

19 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალურ პორტფოლიოებს წარადგენს.

მის: რესპუბლიკის მოედანი N1

საკონტაქტო: 595 221 999

19 სექტემბერს, 15:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნობიან.

საკონტაქტო: ანუკა წიკლაური 599 29 60 50

19 სექტემბერს, 15.00 საათზე, თსუ-ს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართება. ღია კარის დღეზე თსუ-ს სტუდენტები და პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ სახალისო ექსპერიმენტებს ქიმიაში, ბიოლოგიაში ფიზიკაში; წარმოდგენილი იქნება საინტერესო ექსპონატები თსუ ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმებიდან. თსუ-ში მოსულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში. თსუ-სანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე ქადეიშვილი წაიკითხავს პოპულარულ ლექციას მათემატიკაში „მათემატიკა ყველგან“; თსუ პროფესორი გიორგი დვალაშვილი კი მოსწავლეებს ესაუბრება ბუნების ძეგლების როლზე ტურიზმის განვითარებაში.

19 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ პარკში სამეცნიერო პიკნიკი გაიხსენება, სადაც ევროპის უნივერსიტეტის სტენდთან საინტერესო აქტივობები გაიმართება.

19 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოში საფრანგეთის საელჩო ევროსაბჭოს წარმომადგენლობასთან ერთად კინოფილმის „ბრწყინვალეს“ ჩვენებას გამართავს, რომლის შემდეგაც ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მოდერატორობით დისკუსია გაიმართება.

საღამოს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი, ასევე საქართველოში ევროპის საბჭოს ბიუროს ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე, გახსნიან.

მის: დავით აღმაშენებელის გამზ. 40

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო