„ბათუმის წყალმა“ მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღესთან დაკავშირებით მედია ტური მოაწყო

შპს „ბათუმის წყალმა“ მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღესთან დაკავშირებით სათავე ნაგებობებზე და წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე მედია ტური მოაწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს.

ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობა, ინჯალოს წყლის რეზერვუარი და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები.

სასმელი წყლის მოპოვება და მოსახლეობამდე დისტრიბუცია რთული პროცესია და რამდენიმე ეტაპს გადის: წყალაღება, წყლის დამუშავება, რეზერვუარამდე დისტრიბუცია, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება და საბოლოოდ, წყალარინების გაწმენდითი სამუშაოები.

სალიბაურის რეზერვუარში, მედიის წარმომადგენლებს „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ჟურნალისტები რეზერვუარში წყლის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგის პროცესს და წყლის ლაბორატორიული შემოწმების ერთ-ერთ მეთოდს ადგილზე გაეცნენ.

ჟურნალისტებს პრესტურის ფარგლებში, ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში მრავალჯერადი მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდის პრინციპი, წყალმომარაგების სამსახურის უფროსმა ირაკლი ბაკურაძემ და გამწმენდი ნაგებობის უფროსმა ლუკა კიკნაძემ და გააცნეს.

მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღე American Clean Water Foundation-ის მიერ 2003 წელს დაწესდა.

ამ დღის ძირითადი მიზანია მოქალაქეებში ამაღლდეს ცნობიერება წყლის რესურსების, წყლის სასმელად გადამუშავებისა და ჩამდინარე წყლების ზღვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა