ფოთში 79 წლის მასწავლებელმა საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღო

ფოთში, 79 წლის მასწავლებელმა, ნატრული ტაბიძემ, საპენიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთის სახელმწიფოს, მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 ქულა მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის საკრებულოდან აცნობეს.

განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედით, თუ ღვაწლმოსილი პედაგოგი უარს იტყვის პროფესულ საქმიანობაზე, მას ორი წლის ჯამური ხელფასი ერთდროულად გადაეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისი გამოცდა უნდა გაიაროს.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატრული ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას 1964 წლიდან ეწევა. ის ქიმიის მასწავლებელია. 37 წელია, ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოს და წოდების მფლობელია. ის დამწყებ პედაგოგებს ურჩევს მოსწავლეებთან ტაქტიანები, შემწყნარებლები და გულწრფელები იყნენ.

„მაქვს საოცნებო გეგმა – ლაბორატორიის ძველი ინვენტარის შეცვლა თანამედროვე ლამაზი დიზაინის ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს ქიმიის ლაბორატორიაში არსებული სხვადასხვა სახის ასობით თვითნაკეთი და ქარხნული წარმოების ხელსაწყოების წარმოჩენას უფრო თვალსაჩინოდ და ესთეტიკურად. სკოლას ფინანსურად ამის შესაძლებლობა არა აქვს. ამიტომ, წლებია დავეძებ სპონსორს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. იმედს არ ვკარგავ, ალბათ, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი, ვინც ჩემს ოცნებას ფრთებს შეასხამს", - აღნიშნა ნატრული ტაბიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს