გიორგი ტუღუში ნინო ლომჯარიას - თქვენი აზრით, პასუხობდა თუ არა რაიმე სტანდარტს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო სხდომები?

საერთოდ რაიმე სტანდარტს თუ პასუხობდა ის სასამართლო სხდომები, სადაც 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ ადმინისტრაციული სანქციები იქნა გამოყენებული?, - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა სახალხო დამცველს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც ის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

„მინდა შევეხო 20 ივნისის ღამეს დაკავებულ პირებს და ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებიც წარმოებდა რამდენიმე ათეული ადამიანის მიმართ. როგორ აფასებთ იმ სასამართლო სხდომებს, სადაც 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ ადმინისტრაციული სანქციები იქნა გამოყენებული. თქვენი შეფასებით, საერთოდ რაიმე სტანდარტს თუ პასუხობდა ის სასამართლო სხდომები, რომელიც გაიმართა და ელვისებური სისწრაფით მოხდა რამდენიმე ათეული ადამიანისთვის სხვადასხვა სანქციების მიყენება სასამართლოს მხრიდან,“ - მიმართა ტუღუშმა ლომჯარიას.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სახალხო დამცველს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებაც ჰკითხა. ტუღუში ნინო ლომჯარიასგან დაინტერესდა მისი მოსაზრებით, ამ საქმეზე სამართლებრივი დავა წამოწყებული იყო თუ არა იმისთვის, რომ შეცვლილიყო ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს