ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ინასარიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ინასარიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.
„ინასარიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები, დაიგო ფილები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების მონტაჟი.
პროექტის ღირებულება 4 მილიონ 631 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

























