თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები 19 სექტემბერს სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული დღე სამხედრო მფრინავებს, ვეტერანებს შერეულ საავიაციო ბაზაზე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ქართველი სამხედრო მფრინავების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს გაუსვა ხაზი. ასევე მან აღნიშნა, რომ სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ირაკლი ღარიბაშვილი ქართული სამხედრო ავიაციის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. მან საქართველოს ავიაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად სამხედრო ავიაციის პირად შემადგენლობას ჯილდოები გადასცა და სამხედროების შვილებთან ერთად გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა