ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე ცდის ჩატარებისას კოლბა აფეთქდა, დაშავებულია მოსწავლე

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე მოსწავლე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამეცნიერო ცდის დროს კოლბა აფეთქდა.
დაშავებული ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, დაშავებული მოსწავლე ბავშვთა საავამდყოფოშია გადაყვანილი და სათანადო დახმარება უტარდება. ის მსუბუქადაა დაშავებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

























