„ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში, ორ კარიერზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაასრულა

„ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში, ორ კარიერზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან" აცნობეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჭიათურაში, სოფელ ზედა რგანში, ორ კარიერზე - ე.წ. კავთელაძეები 2 (4.21 ჰა) და "საშევარდნო“ (6.91ჰა), ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - შპს "ნეზ გორგიამ" განახორციელა.

„ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვის დირექტორის, ირაკლი ნოზაძის განცხადებით, სამუშაოების შემდეგი ეტაპი, ზედა რგანში ბიოლოგიური რეკულტივაციის ჩატარება იქნება.

მისი თქმით, რეკულტივაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება სოფელ მღვიმევშიც, სადაც ე.წ. ჩაიებისუბანზე 5.64 ჰა ფართობის ტერიტორიის რეკულტივაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სქემის მიხედვით, 2019 წელს რეკულტივაციის სამუშაოები, ჯამურად, 50 ჰექტარზე მეტ ფართობზე, კარიერული წესით დამუშავებულ ტერიტორიებზე განხორციელდება. ამ ეტაპზე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ რეკულტივირებულია 19.73 ჰა ფართობი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა