სოფო კილაძე - მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ მძიმე გადაწყვეტილებებში და ქალბატონ სალომეს ლანძღავენ - ცოტა ორმაგ სტანდარტებს ვხედავ

მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებში და დღეს ქალბატონ სალომეს ლანძღავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალებას.

ამასთან, კილაძის განცხადებით, ის არ ეთანხმება ზურაბიშვილს მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების ნაწილში.

მისივე თქმით, პარლამენტი ფიქრობს ფორმატზე, რომელიც შეწყალების კუთხით კანონმდებლობის დახვეწას უზრუნველყოფს, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლოს საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილების მიღება.

„მე ცალსახად ვერ დავეთანხმები მკვლელების შეწყალების ნაწილში ქალბატონ სალომეს ისევე, როგორც თავის დროზე არ ვეთანხმებოდი ბატონ გიორგი მარგველაშვილს და მის წინამორბედებს. ასეთ მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებში და დღეს ქალბატონ სალომეს ლანძღავენ. ცოტა ორმაგ სტანდარტებს ვხედავ, თუმცა მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ვერანაირად ვერ მოვიწონებ ვერც ერთი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ ფორმატზე, რომელიც შეწყალების კუთხით კანონმდებლობას დახვეწავს, რომ ნამდვილად ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოებას აღაშფოთებს. ქალბატონი სალომეს ამისი მზაობა აქვს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა