აგარაში ტრაილერის დაჯახების შედეგად პატრულის თანამშრომლები დაშავდნენ

აგარაში ტრაილერის დაჯახების შედეგად პატრულის თანამშრომლები დაშავდნენ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამრომლებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.

ერთ-ერთი მათგანი ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, იგეგმება დაშავებული პოლიციელის თბილისში გადაყვანა.