რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მილოცვაში პრეზიდენტი ერდოღანი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და გამოთქვამს რწმენას, რომ სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ჩვენთვის მეტად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული ურთიერთობები“, -ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა