ბათუმში აქცია "არა ჩაბეტონებას" გაიმართა

ბათუმში აქცია "არა ჩაბეტონებას" გაიმართა

ბათუმში აქცია "არა ჩაბეტონებას" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რივიერას ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა გააპროტესტეს. ამჯერად, მოქალაქეები მერიის შენობის მიმდებარედ, ვარდების სკვერში შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს, მშენებლობის ნებართვა არ გასცეს.

აქციაზე საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიც გამოფინეს, რომლებმაც რივიერას განაშენიანების გეგმას მხარი დაუჭირეს. ასევე, მიიტანეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თოჯინა.

"ხელისუფლებას არ ესმის ქალაქის ხმა და ჩვენ ყველა საშუალებით, აქცია იქნება ეს თუ სასამართლო, შევეცდებით, ეს ხმა გავაგონოთ და ვაიძულოთ შეწყდეს ეს ქალაქისთვის დამანგრეველი პროცესი. მივთამართავ საერთაშორისო ორგანოზაციებსა და საელჩოებსაც. მოვითხოვთ, არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა. არ დავუშვებთ რივიერას აშენებას, საკმარისია ის კედელი, რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეს-", განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.