ზუგდიდში სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომლის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომლის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, რვა მარტისა და გამარჯვების ქუჩის კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მათივე განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანას ავადმყოფი გადაჰყავდა.

ხუთი დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არის მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: