ადა მარშანია ნინო ლომჯარიას - თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი,  ჩვენთვის  გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით

თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი. ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ სახალხო დამცველს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

მან ნინო ლომჯარიას მოუწოდა, არ გააფეტიშოს ევროპული ინსტიტუტები და პირველ პლანზე ეროვნული ინტერესი დააყენოს.

„იცით რა, ჩვენ თქვენი დამტკიცების დროს არ მოგვრიდებია, მკაფიოდ დავაფიქსირეთ და ახლაც ვიმეორებ: თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი. მონაწილეობას ვიღებდი იმ კანონპროექტში, როდესაც ომბუდსმენის კანონზე ვმუშაობდით. მართალია, თქვენ ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით. ჩვენ ბევრ ფუნდამენტურ საკითხებს სულ სხვადასხვანაირად ვხედავთ და ჩვენთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილია. თქვენ უნდა ყოფილიყავით უფრო ცნობილი, ავტორიტეტიანი, საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანი. შეიძლება, მომავალში ასეც იყოს იმიტომ, რომ თქვენ ისეთი შრომისუნარიანობა გამოამჟღავნეთ...არ გეწყინოთ ახლა ეს თქვენ. ჩვენს უბედურ ქვეყანაში, რომელიც ასე მძიმე დღეშია, სახალხო დამცველი რასაც ჰქვია „სახალხო ადამიანი" უნდა იყოს და მას უნდა ჰქონდეს უდიდესი ავტორიტეტი და ძალიან მაღალი ნდობა. რატომ არ გაქვთ ახლა ეს თქვენ? - თუნდაც აი, თქვენივე პასუხებიდან გამომდინარე. ჩვენს კოლეგა ბატონ ემზარს როგორ უპასუხეთ ეროვნებაზე, ძალადობაზე. ეს თქვენი პასუხები ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმიტომ, რომ მსოფლმხედველობა გვაქვს სხვადასხვანაირი. ნუ აფეტიშებთ ევროპულ ინსტიტუტებს! გეუბნებით ამას მე, პარლამენტის წევრი! მე ძალიან კარგად მესმის, რას გეუბნებით. ნუ აფეტიშებთ საერთაშორისო ინტიტუტების დებულებებს და შეხედულებებს, პირველ პლანზე დააყენეთ ჩვენი ეროვნული ინტერესი, ეროვნული იდენტიფიკაცია, ჩვენი ქვეყნის და ერის სახე. ეს არის ჩვენი თხოვნა, რჩევა და ჩვენი მკაფიო პოზიცია“, - მიმართა ადა მარშანიამ ნინო ლომჯარიას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა