სოფო კილაძე-ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება  და აღმოვფხვრათ ისინი

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოვფხვრათ ისინი,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

სოფო კილაძემ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საქმეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოს 4-5-ჯერ ნაკლები მოქალაქე მიმართავს, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო ნაკლები რაოდენობის მოქალაქე თვლის, რომ სახელმწიფომ მისი უფლებები დაარღვია.

„ისმის კითხვა, არის თუ არა ეს საკმარისი? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ თვითკმაყოფილები, როდესაც გვყავს ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ; ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ თვითკმაყოფილები, როდესაც იმდენად მაღალია მედიკამენტებზე ფასები, რომ მოხუცებს საკუთარი პენსიაც არ ჰყოფნით მედიკამენტებში; ჩვენ ვერ ვიქნებით თვითკმაყოფილები, როდესაც გვყავს უამრავი დედა, რომელიც იძულებულია, დატოვოს ოჯახი და წავიდეს ემიგრაციაში, რომ ოჯახს საარსებო წყარო გამოუგზავნოს. თუმცა მთავარია ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება პრობლემების და აღმოვფხვრათ ისინი. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი საქართველოს პარლამენტში არის სახალხო დამცველის ყოველწლიური მოხსენება, სადაც ხდება კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირება და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს გამოწვევები ვაქციოთ პოზიტივად და ხალხისთვის კონკრეტულ სიკეთეებად“,-განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით,კომიტეტს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით პოზიტიური დინამიკა აქვს.

სოფო კილაძემ ასევე გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე მაღალი ფასები გამოწვევად რჩება.

„ამ მიმართულებას აუცილებლად კარგად უნდა მივხედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში , თუ დროზე არ მივხედავთ, გვეყოლება ადამიანები, რომლებიც იძულებული იქნებიან ბოლო თეთრები გადაიხადონ წამალში და დატოვონ საკუთარი ოჯახი მშიერი. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გვჭირდება მეტი ადგილი, რადგან არსებული ადგილები არ არის საკმარისი პაციენტებისთვის ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ, რაც, როგორც სახალხო დამცველმა თქვა, არის მართლაც კრიტიკული ზოგიერთ დაწესებულებაში. სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი თანამემამულე სიდუხჭირეში ცხოვრობს და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს წლები და ეს ადამიანები ვერ გამოვგლიჯეთ სიდუხჭირეს თავისი მარწუხებიდან“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა