ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის თანამშრომელი  ღუდუშაურის კლინიკაში  მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ქარელთან, დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის თანამშრომელი, ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მარინე გელანტიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს, რის გამოც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

„პაციენტის მდგომარეობა ადგილზეც და გადმოყვანის შემდგომაც შეფასდა და გამოკვლევების შემდგომ საჭირო გახდა ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რაც ჩატარდა კიდეც, მიუხედავად სირთულისა. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებები ამ დროისთვის გამოიხატა ძირითადად თავის არეში - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა - რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია და მიმდინარეობა ინტენსიური მონიტორინგი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ის მართვით სუნთქვაზეა“, - განაცხადა მარინე გელანტიამ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა