აშშ-ის დრონმა ავღანეთში 30 მუშის სიცოცხლე შეიწირა

აშშ-ის ძალების მიერ დრონით განხორციელებულ იერიშს ავღანეთში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 40-ს აღემატება, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილები და დაშავებულები კედრის კაკლის ფერმის მუშები არიან.

შემთხვევა ნანგარანის პროვინციაში მოხდა. ამერიკული ძალების სამიზნე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტი იყო, თუმცა იერიშის შედეგად მუშები დაშავდნენ. გამოცემა „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა სამუშაოს დამთავრების შემდეგ მუშებს მინდორში ცეცხლი ენთოთ და მის გარშემო ისხდნენ.

არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, ვინაიდან ფერმის მეპატრონე ჰეიდარ ხანი აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანი დაკარგულია.

გაეროს მონაცემებით, 2009 წლიდან დღემდე ავღანეთში დაღუპულია 16, 000 და დაშავებულია 30,000 მშვიდობიანი მოქალაქე.

ავღანეთში ამ დროისთვის 14,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა