ახალ სასწავლო წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლა სიახლეებით შეხვდა

ახალ სასწავლო წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლა სიახლეებით შეხვდა. როგორც „ინტერპრენიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სკოლებში სპორტული მოედნები და სველი წერტილები მოეწყო, ასევე ჩატარდა კოსმეტიკური სამუშაოები.

ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას თქმით, პროექტები განხორციელდა: ქალაქის №1, №3, №4, №6, ასევე, ახალდაბის, ტაძრისის, ჭობისხევის, დვირის, კორტანეთის, რველის, ყვიბისისა და ქვაბისხევის საჯარო სკოლებში. ამასთან, იქ, სადაც საპირფარეშოები გარე ტერიტორიაზე მდებარეობდა გაუქმდა და სკოლის შენობაში ადაპტირებული საპირფარეშოები მოეწყო. ასევე, გაკეთდა პანდუსებიც.

ახალდაბის საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ დარბაზს. დვირის, ტაძრისის, ყვიბისის და რველის სკოლებში კი გარე სპორტული მოედნები მოეწყო.

სკოლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა