მსოფლის 150 ქვეყანაში მოზარდები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქციებს მართავენ

მსოფლის 150 ქვეყანაში მოზარდები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქციებს მართავენ. სკოლის მოსწავლეების აქციების ტალღა ავსტრალიიდან დაიწყო და აშშ-ში დამთავრდება. ახალგაზრდები მთავრობისგან მოითხოვენ სამიტის ჩატარებას და კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ქმედითი ზომების მიღებას.

ბავშვებს მსგავსი აქციების ჩატარებისგან შვედი ეკოლოგიური აქტივისტის 16 წლის გრეტა თუნბერგის აქტიურობამ უბიძგა, რომელსაც მსოფლიოში უკვე უწოდებენ ყველაზე „გავლენიან თინეიჯერს“ და რომელიც ნობელის პრემიაზეც იყო ნომინირებული. თუნბერგი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და დღევანდელი აქციის შემაჯამებელ ღონისძიებაში, გაეროს შტაბ-ბინაში მიიღებს მონაწილეობას.

აქციებს ზოგიერთ ქვეყანაში გაფიცვის ფორმა აქვს. ავსტრალიის უამრავ ქალაქში ბავშვებმა სკოლაში წასვლამდე დემონსტრაციები გამართეს. ტაილანდში ეკოლოგიის სამინისტროს შენობაში 200 ახალგაზრდა შეიჭრა და ფლეშმობი გამართა. ჩინეთში, რომელიც მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის გამონაბოლქვი აირების ჰაერში გატყორნის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, აქციების ჩატარება აკრძალულია, მაგრამ ჩინელი აქტივისტები დანარჩენ მსოფლიოს სოციალური ქსელებით უერთდებიან და აცხადებენ, რომ მათ ბრძოლის საკუთარი მეთოდები აქვთ.

ბავშვები ქუჩებში გამოვლენ ევროპის სახელმწიფოებშიც და აშშ-შიც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა