პარლამენტთან "სირცხვილიას" წევრებმა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აქცია გამართეს

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ფოტოები, რომელზეც საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარება იყო ასახული.

როგორც ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი მიდის, აქციის მონაწილეებს სურდათ ოკუპაციის ამსახველი ფოტოები პარლამენტში გამოეფინათ, თუმცა საშვთა ბიურო დახურეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს. ხოშტარიას თქმით," არავის არაფერი დაუშავდებოდა ეს ყველაფერი, რომ შიგნით ყოფილიყო".

"დღეს პარლამენტში მოდის სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ციხელაშვილი არ განსაზღვრავს პოლიტიკას არც რუსეთთან და არც ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მაგრამ დღეს თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, იმ გაჭირვებასა და უყურადღებობას, რასაც იქ ადამიანები განიცდიან. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს სოფლებში მოუხსნეს სოციალური დახმარება, ადამიანებმა დაკარგეს საძოვრები, ბაღები და პრაქტიკულად შემოსავლები", - განაცხადა ხოშტარიამ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა