ნანა ლორთქიფანიძე - გიორგი ოთხმეზურის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული, რაც მეორე ტრაგედიაა

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ბიძაშვილის, მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის თქმით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო საზოგადოებაში აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ, ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და სალომე ზურაბიშვილის წუხილი გადასცა იმის შესახებ, რომ „არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული“.

როგორც ლორთქიფანიძემ ambebi.ge-ს განუცხადა, „მეორე ტრაგედიაა ის, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, ხელს რას აწერდა“.

"ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ დაგვიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და გვიყვებიან, პრეზიდენტმა არ იცოდა ოთხმეზურის მკვლელს რომ იწყალებდა, არ იცოდა ვინ იყო დაზარალებულიო. ეს უფრო დიდი საშინელება და ტრაგედიაა, რას ნიშნავს არ იცოდა? არ იცის პრეზიდენტმა ხელს რას აწერს? ამას ახსნა არ აქვს და თუ იცი, ეს მეორე ტრაგედია!

ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, წუხილი გამოთქვა პრეზიდენტმაო, არ ვიცოდი დაზარალებული ვინ იყოო. ეს სისულელეა. კიდევ უფრო წარმოუდგენელი და უფრო მძიმეა! მამაჩემი, გიგა ლორთქიფანიძე, როცა პარლამენტში იყო წლების განმავლობაში შეწყალების კომისის თავმჯდომარე გახლდათ. კარგად მახსოვს, ღამეებს ათენებდა, სახლში ტომები ეწყო და სათითაოდ კითხულობდა ყველა შესაწყალებელი პირის მთლიან საქმეს.

თუ ამის კითხვის დრო არ აქვს პრეზიდენტს, ამისთვის ქმნიან შეწყალების კომისიას, რომელშიც შეიძლება შეიყვანო კოტე ჯანდიერი და მისნაირი პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში არც ფულს აიღებენ, არც კორუფციული ბუდე იქნება არასოდეს. პატიოსანი ადამიანების პოვნა საზოგადოებაში რთული არ იქნება. საერთოდ, პრეზიდენტმა ძალიან დეტალურად უნდა იცოდეს, ვის იწყალებს.

იმდენად აღშფოთებულია, იმდენად ტრავმირებული და წყობიდან გამოსულია ჩემი მამიდაშვილი გიორგი ოთხმეზური, რომ ვერც ლაპარაკობს... მეც პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, ლაპარაკი მიჭირს, საოცრება ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა!“, - განუცხადა ambebi.ge-ს ნანა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებულ პირებს შორის ერთ-ერთი 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია