ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 770 000 ლარია.

„ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღი აშენდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიგა ფარულავამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ჯუმში 50 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო