ქეთევან ციხელაშვილი - დროა, გავაცნობიეროთ, რომ კედლები და მავთულხლართები ვერ შეძლებს დააკავოს ადამიანის სწრაფვა განვითარებისკენ

დღეს, როცა მე ამ ტრიბუნიდან ვსაუბრობ, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში გახლავთ მოქცეული ცხინვალის რეგიონი. გადაკეტილია ე.წ. გადასასვლელი პუნქტი ახალგორის მიმართულებით და რამდენიმე დღით შეფერხებულია სრულად მოძრაობა პერევის მონაკვეთზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აღადგინონ მიმოსვლა.

„მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე და განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, აქ ქართველებიც იგულისხმებიან და ოსებიც, გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება და აღდგეს მიმოსვლა, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჰუმანურობის პრინციპებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ასევე, გავამხნევო და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქცეული მავთულხლართებს მიღმა და მართლაც მრავალი განსაცდელი აქვთ გამოვლილი. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა არის მიმართული იქითკენ, რომ შევუმსუბუქოთ ეს ძალიან მძიმე ყოფა და დავიცვათ მათი უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაწყდებით კედლებს პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ დროა, გავაცნობიეროთ, რომ ეს კედლები არ არის მდგრადი ფორმა, მით უფრო 21-ე საუკუნეში და ვერც ეს მავთულხლართები შეძლებს სამუდამოდ დააკავოს ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა უკეთესი განვითარების პერსპექტივისკენ და ისევე დაინგრევა, როგორც ბერლინის კედლები 30 წლის წინ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო