ნინო ბურჯანაძე - ნიშანდობლივია, რომ არც NDI-ის და IRI-ის 26 მაისი არ შეუფასებია

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია 20 ივნისის შესახებ გამოკითხვა, მაგრამ 26 მაისის მიტინგის დარბევაზეც მსგავსი კვლევა უნდა ჩაეტარებინათ, - აღნიშნული პოზიცია „პარტია ერთიანი საქართველო-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 20 ივნისის შესახებ NDI-ის გამოკითხვაზე საუბრისას დააფიქსირა.

ბურჯანაძის თქმით, მაშინ, არც ერთ ამ ორგანიზაციას გამოკითხვებში ერთი შეკითხვითაც არ გაურკვევიათ ადამიანების განწყობა.

„მე, რა თქმა უნდა, სწორად მიმაჩნია, რომ NDI -მ 20 ივნისის მოვლენები შეაფასა, მაგრამ აქვე მიჩნდება რიტორიკული კითხვა, რომლის პასუხი ძალიან კარგად ვიცი - რატომ არ შეფასა თავის დროზე, 2011 წლის 26 მაისი არც NDI-მ , არც IRI -მ და რატომ არ იქნა მათ მიერ გამოკითხული საზოგადოება თუ როგორი იყო ჩვენი თანამოქალაქეების განწყობა 26 მაისის მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ან შს ყოფილი მინისტრის მიმართ? მაშინ არც ერთ ამ ორგანიზაცას თავში აზრად არ მოსვლია, რომ გამოკითხვებში ერთი შეკითხვით მაინც გაერკვიათ ამ ადამიანების განწყობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია 20 ივნისის შესახებ გამოკითხვა, მაგრამ 26 მაისის მიტინგის დარბევაზეც მსგავსი კვლევა უნდა ჩაეტარებინათ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა