ოთარ კახიძე - გიორგი გახარია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რაც არ უნდა შეეცადოს, რომ ვიღაცას გადააბრალოს ეს ამბავი

"გიორგი გახარია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რაც არ უნდა შეეცადოს, რომ ვიღაცას გადააბრალოს ეს ამბავი", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

ოთარ კახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. "ივანიშვილმა გადაწყვიტა, საზოგადოებას დასცინოს და ნაცვლად იმისა, რომ გადაეყენებინა შს მინისტრი, ის დააწინაურეს. მოქალაქეები დასახიჩრდნენ, აქციის დარბევა მოხდა გაფრთხილების გარეშე, მაშინდელმა პრემიერმა თქვა, რომ არ აპირებდნენ რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენებას, მაგრამ აქედან 10 წუთში დაიწყო მოქალაქეების უმოწყალო დარბევა. თვალები დათხარეს ახალგაზრდებს და არც ერთი პირი პასუხისგებაში არ არის, ამ ყველაფრის უკან კი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირი დაწინაურებულია. და ბოლოს, ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენება - ისინი იყვნენ ადვილად იდენტიფიცირებადი. პლუს, ისეთი ტყვიები გამოიყენა პოლიციამ, რომლის ადამიანისთვის სროლაც არ შეიძლება, თვითონ პოლიციის კანონი კრძალავს ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენებას, რაც ადამიანის დასახიჩრებას იწვევს. ეს ყველაფერი ივანიშვილის და მისი გუნდის და ამ შემთხვევაში, პოლიტიკურად შს მაშინდელი მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის ვერ გაექცევა, რაც არ უნდა შეეცადოს, რომ ვიღაცებს გადააბრალოს ეს ამბავი", - განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენების შესახებ ობიექტური გამოძიება სხვა ხელისუფლების პირობებში მოხდება, ხოლო არსებული ხელისუფლება საქმეს "უკუღმა" გამოიძიებს.

„როდესაც ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებს გაფრთხილების გარეშე, მოლაპარაკების პირობის დარღვევით, ადამიანის დამასახიჩრებელი ტყვიებით დაარბევ და ამას მოჰყვება ახალგაზრდების თვალების დათხრა, უნდა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგე და არა რაღაც "გამოძიებასთან ვითანამშრომლებ". ამ საქმის გამოძიება მოხდება, ეს ხელისუფლება მარადიული არ არის და დარწმუნებული ვარ, შემდგომი ხელისუფლება საზოგადოების ყველა კითხვას გასცემს პასუხს. საქმეს ეს ხელისუფლება გამოიძიებს თავისი კუთხით, ისინი დამნაშავეებს ეძებენ ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებში, ნაცვლად იმისა, დამნაშავეები მოძებნონ საკუთარ რიგებში. ეს ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებს უკუღმა", - აღნიშნა კახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა