ვახუშტი მენაბდე - მოცემულობიდან გამომდინარე, საქმის პროკურორის გადასაწყვეტია პრეზიდენტის უწყებაში დაბარება

თავად საქმის პროკურორის გადასაწყვეტია მოცემულობიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტის დაბარება უწყებაში, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითიც შეაფასა პროკურატურის განცხადება მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

მენაბდის თქმით, ვიდრე პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე პროცედურულ საკითხს არ გაივლის, მანამდე დაუშვებელია პრეზიდენტის დაკავება ან მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

"საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ეს იმას ნიშნავს,რომ შეუძლია გამოიყენოს ყველა ის პროცედურა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არის გათვალისწინებული. თუ ჩათვლის, მას შეუძლია,რომ ყველა ის პირი ვინც რელევანტურია ამ საქმეში მათგან მოიპოვოს ინფორმაცია, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან. თავად საქმის პროკურორის გადასაწყვეტია მოცემულობიდან გამომდინარე ქვეყნის პრეზიდენტის დაბარება. თუ პროკურატურა მოაგროვებს შესაბამის მონაცემებს და თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, მაშინ უკვე დეპუტატთა ერთმა მესამედმა დასაბუთებული მოთხოვნით შეიძლება მიმართოს პარლამენტს და დაიწყება იმპიჩმენტის პროცედურა, საკითხი განსახილველად გადაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ არსებობს, საქმე წყდება და თუ პირიქით გადაწყვიტა, საქმე ბრუნდება პარლამენტში და პარლამენტის ორი მესამედი იღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის გადაყენების თაობაზე. მანამდე საქართველოს პრეზიდენტი არის ხელშეუხებელი დაუშვებელია როგორც მისი დაკავება, ასევე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება", -განაცხადა მენაბდემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა