ბელარუსსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება მიღწეულია და მალე შესაბამის ხელშეკრულებებს ხელი მოეწერება. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა. ლაპარაკია სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებებზე.
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ კი განაცხადა, რომ ამ ორ დოკუმენტს ერთად უნდა მოეწეროს ხელი. შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ შემცირდება ვიზის ღირებულება და გაიცემა უფრო მეტი გრძელვადიანი ვიზა.
ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.