თორნიკე რიჟვაძე - აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ მოქალაქეს წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნება.

უწყების ცნობით, აჭარის სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, აჭარაში სუფთა წყლისა და წყალარინების მისაღწევად სპეციალური პროგრამები შემუშავდება.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა. სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პროექტი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ჰქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტზე ცნობილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები MACS და Fichtner იმუშავებს.

მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ხელშეკრულება „აჭარის წყლის ალიანსმა" ოფიციალურად გააფორმა. ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანიიდან, ერთი კონსულტანტი მუნიციპალიტეტებისთვის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციას და მის შემდგომში განხორციელებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიმართულებით Fichtner იმუშავებს. „აჭარის წყლის ალიანსისა“ და მუნიციპალიტეტების ტექნიკურ დახმარებასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერას კი კომპანია MACS განახორციელებს.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ევროკავშირის დელეგაციის ატაშე საქართველოში ალექსანდრე დარასი, KFW-ს პროექტების მენეჯერი ბერნდ ჰასელი, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და აჭარის წყლის ალიანსის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა