აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკი განსაზღვრეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველ სხდომაზე, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკი განსაზღვრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, სხდომას, ამავე კომისიის თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

მათივე ინფორმაციით, კომისიის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, კანონის პროექტების განხილვის გრაფიკი, მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგნაირად განისაზღვრა:

1. ხულოს მუნიციპალიტეტი - 30 სექტემბერი, 12:00 საათი,

2. შუახევის მუნიციპალიტეტი - 30 სექტემბერი, 15:00 საათი,

3. ქედის მუნიციპალიტეტი - 1 ოქტომბერი, 12:00 საათი,

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 1 ოქტომბერი, 15:00 საათი,

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 3 ოქტომბერი, 12:00 საათი,

6. ქალაქი ბათუმი - 4 ოქტომბერი, 12:00 საათი,

7. ქალაქი ბათუმი - 7 ოქტომბერი, 12:00 საათი.

კომისიამ ასევე იმსჯელა და მხარი დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტების გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნების საკითხს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა