სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობა იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და კომპანია შპს „ალგეთის“ დირექტორმა შალვა შალვაშვილმა მოაწერეს. შეხვედრას კომპანიის დირექტორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი რეზერვუარი და ჭაბურღილი, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს. გარდა ამისა, სოფლის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება შიდა წყალმომარაგების ქსელები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლის შემოდგომიდან, სოფლის 2000-მდე მაცხოვრებელი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 678 926.15 ლარით ფინანსდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა