ოზურგეთში იურიდიული დახმარების სამსახურის ბიურო გაიხსნა

ოზურგეთში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 ბიურო გაიხსნა. გურიის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად გახსნილ ბიუროში მიიღებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, 2008 წლიდან ადგილობრივებს იურიდიულ კონსულტაციას ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრი უწევდა. მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების სამსახურმა გურიაში ბიუროს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილი, უფასო სამართლებრივი დახმარების ყველა სერვისი.

ბიუროს თანამშრომლები ადგილობრივებს გაუწევენ ისეთ დახმარებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი წარუდგინა.

„იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. გასულ ზაფხულს ჩვენ 3 საკონსულტაციო ცენტრი გავხსენით, დღეს კი ჩვენს სამსახურს ოზურგეთის ბიურო დაემატა. გურიის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრას მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები. ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობას ჩემი კოლეგა და იურიდიული დახმარების სამსახურის ძველი თანამშრომელი, იამზე მემარნიშვილი შეასრულებს. ქალბატონი იამზე ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრში 2008 წლიდან მუშაობს და მას ამ ქალაქში კარგად იცნობენ“, - განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, გურიაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა დროული და მნიშვნელოვანი მოვლენაა.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში უახლოეს მომავალში დამატებით ამოქმედდება იურიდიული დახმარების სამსახურის 1 ბიურო და 6 საკონსულტაციო ცენტრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა