გიგა ბოკერია - საზოგადოებამ იხილა ივანიშვილის გუნდის მავნებლური ინიციატივა, რომელიც  ადამიანებს საკუთარი ოჯახებისთვის შემოსავლის შოვნას უზღუდავს

დღეს საზოგადოებამ იხილა ივანიშვილის გუნდის მორიგი მავნებლური ინიციატივა, რომელიც უზღუდავს რეალურად ადამიანებს საკუთარი ოჯახებისთვის შემოსავლის შოვნას საკუთარი შრომით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგა ბოკერია აღნიშნულს მე-19 საუკუნის ჩამორჩენილ მარქსისტულ მსოფლმხედველობად აფასებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ არ ხდება სამუშაო ადგილების ზრდა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც ვხედავთ, ეს არის ეკონომიკის შენელება და ეს ხდება იმ რეგულაციებით, რომელიც დაახვავეს მთელი ამ წლების განმავლობაში. უკეთეს შემთხვევაში, ეს რეგულაცია რომელიც შრომის საათებს უზღუდავს ადამიანებს, უკეთეს შემთხვევაში გამოიწვევს არალეგალურ სფეროში ამ ყველაფრის გადატანას, ანუ არ გააფორმებენ, უარეს შემთხვევაში კი იქნება ბარიერი ადამიანებისთვის იშოვონ მეტი სამსახური და შეინახონ თავიანთი ოჯახები", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ ხედვა სხვაგვარია.

„ჩვენ ვპირდებით ხალხს ყველა ამ რეგულაციის გაუქმებას იმ დღესვე როგორც კი „ევროპული საქართველო“ თავის პარტნიორებთან ერთად იქნება ხელისუფლებაში,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა