ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ - აღნიშნულ თემაზე ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, 150-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი ბელგიიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან სოფლის ტურიზმის მიმართულებით თავიანთ გამოცდილებასა და წარმატებულ ტურისტულ მაგალითებზე საუბრობენ. მათ შორის გრანტების როლზე, სტუმართმასპინძლობაზე, გასტრონომიაზე, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციაზე, კერძო სექტორისა და მედიის როლზე სოფლის ტურიზმის განვითარებაში.

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ, რომელმაც რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია, განვითარება და სერვისების გაუმჯობესება. ამ მიმართულებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე მოგზაურებს მთიან აჭარაში 15 საინტერესო, მარკირებულ ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ მოგზაურობა, სადაც ტურისტული სერვისების მიღება ჩვენს სატრენინგო პროგრამაში ჩართულ საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და ტურისტულ ობიექტებში შეუძლიათ. ბოლო წლებში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ 3000-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული პირის გადამზადება შევძელით, როგორც მთიან აჭარაში, ისე ბათუმსა და ქობულეთში. სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ რეგიონში“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

კონფერენციის უცხოელ და ქართველ მონაწილეებს მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ გააცნო. მან სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სოფლის ტურისტულ პოტენციალზე მომზადებული ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი წარუდგინა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების, სოფლისა და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორისაა ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტი კიმმო აალტო, რომელიც მონაწილეებს სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით ფინურ გამოცდილებაზე ესაუბრა.

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ორდღიანია. ხვალ ის ფრინველებზე დაკვირვების ტურისტულ მარშრუტზე მონაწილეების მოგზაურობით დასრულდება. კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო