ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, პროფკავშირის კონგრესს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არაერთი ჯილდოს მფლობელი და ევროპული ღირებულებების გამტარებელია, პროფკავშირების მსოფლიო კონფედერაციის და ევროპის პროფკავშირების ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის კონგრესში მონაწილეობდა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი შარან ბაროუ, აგრეთვე ჯოზეფ ნიემეცი, პროფკავშირების ევროპის კონფედერაციის (ETUC) გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი.

მათივე ცნობით, ყრილობაზე ირაკლი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვიდა, იგი შეკრებილი საზოგადოების წინაშე ევროპის პროფკავშირების გამოწვევებს და პროფკავშირების ევროპული საბჭოს წევრი ბევრი ქვეყნის საერთო ამოცანებს შეეხო.

მისი განცხადებით, ერთიანობა და კონსოლიდაციაა საჭირო იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, როგორიცაა მიგრაცია, დაბალი ხელფასი, არაფორმალური დასაქმება და ა.შ.

პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ალბანეთისთვის საერთო, განსაკუთრებული აქტუალობის საკითხებს - ძლიერი შრომის ინსპექციის, სოციალური დიალოგის აუცილებლობას. ყრილობის ფარგლებში გამართული არჩევნებისას ალბანეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გეზიმ კალაია აირჩიეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა