ანონსი  21 სექტემბერი

21 სეტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიის წარმომადგენლებს საშემოდგომო სესიის ათ მთავარ გამოწვევას და სამუშაო გეგმას გააცნობს.

მის: შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

21 სექტემბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მსოფლიო დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კრწანისის ტყე-პარკში მასშტაბურ დასუფთავების აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

21 სექტემბერს, 11:30 საათზე, კრწანისის ტყე-პარკში, მასშტაბური დასუფთავების აქციასთან დაკავშირებით, მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ თბილისის მერი კახა კალაძე და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუთი.

საკონტაქტო პირი: 597 97 03 53.

21 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში, ’’ევროპული საქართველოს’’ წევრები პირველი რესპუბლიკის დარბაზში არასამთვრობო ორგანიზაციებს შეხვდებიან. თემა: მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლებს.

მის: სასტუმრო „რუმსი“, კოსტავას #14

საკონტაქტო პირი: თაკო მათეშვილი 598 15 65 73

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო